20 აპრილი 2024,   03:26
ვრცლად
გორის სამხედრო ჰოსპიტალი 28 პირმა დატოვა 

გორის სამხედრო ჰოსპიტალი 28 პირმა დატოვა. აქედან 12 თვითზოლაციაში, ხოლო 15 სხვა საკარანტინო სივრცეში იქნა გადაყვანილი, 1 კი გაეწერა.

რაც შეეხება ახალ ნაკადს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინე ზონაში სულ 31 პაციენტი მოათავსეს, მათ შორის 15 სამხედრო მოსამსახურე და 16 სამოქალაქო პირია.

სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის სულ 60 პირს აკვირდებიან, აქედან 30 სამხედრო მოსამსახურეა.

დღის ამბები