19 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
პაციენტების საგანგებო მიღება რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ  დღეიდან, ყველა ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს საკარანტინო ზონაში იქნება მოთავსებული.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება, სადაც მისვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.  

"გამოიკვეთა რამდენიმე ახალი საჭიროება. მაგალითად, გაიზარდა ნაკადები სახმელეთო ზონებიდან შემოსვლის მსურველი ჩვენი მოქალაქეების. ეს არის სარფი, ლარსი და წითელი ხიდი. რისთვისაც ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერისგან, რომ სასწრაფოდ მობილიზებული იქნას ამ სამ ობიექტზე საკარანტინე ადგილები, ვინაიდან დღევანდელი გადაწყვეტილება არის, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, განთავსებული იქნება აუცილებლად საკარანტინო ზონაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანარჩენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ასევე ზრუნვა, რომელიც დღეს დღეობით იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ. გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე ჩვენს საავადმყოფოებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება. გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება რომ მიმართით ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს... მინდა მოგიწოდოთ ყველას, თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, პირველ რიგში გამოიყენოთ ჩვენი ცხელი ხაზი, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან, არის თუ არა ეს საეჭვო და საჭიროებს თუ არა ჰოსპიტალიზაციას. ამის შემდეგ ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოხდება თქვენი ტრანსპორტირება ამა თუ იმ, საავადმყოფოში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი სამი ახალი შემთხვევის შესახებაც საუბრობს და  ამბობს, რომ ეს არის ახალი კლასტერი, რომელიც ამერიკას უკავშირდება. ტიკარაძის თქმით,  ყველა პირი, რომელსაც ოჯახთან ჰქონდა კონტაქტი, იდენტიფიცირებულია და მათზე მიმდინარეობს დაკვირვება.

„ასევე, ჩვე,ნ სავარაუდოდ, ჩვენ  გვაქვს ახალი, სავარაუდო მეოთხე შემთხვევა, რომელიც არის აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფომაციას ამ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

დღის ამბები