19 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მოსწავლეებსა და სტუდენტებისთვის ინტერნეტვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის

"ნაციონალური მოძრაობა" ინიციატივით გამოდის, რომ მოსწავლეებსა და სტუდენტებს დაურიგდეთ ინტერნეტ ვაუჩერები. ოპოზიციური პარტია ამ რეკომენდაციით მთავრობას მიმართავს. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ეს დაეხმარებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სწავლას დინსტანციურ რეჟიმში აგრძელებენ. 

"გამოთავისუფლებული, შეკვეცილი ხარჯებით, მათ შორის, სამივლინებო ხარჯებით, სრულიად რეალისტურია, რომ საქართველოში, 90 ათას მოსწავლეს და 10 ათას სტუდენტს დაურიგდეს ინტერნეტ ვაუჩერი. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას და საზოგადოებას ამ მძიმე კრიზისის ფონზე, ვთავაზობთ კონკრეტულ ინიციატივას, ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე პუნქტი, ინტერნეტვაუჩერი რომელიც 15 მილიონი ლარის ფარგლებში დაურიგდება 90 ათას მოსწავლეს, ვინც არიან  სოფლებში, არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ასევე 10 ათას სტუდენტს, რომლებსაც ასევე არა აქვთ იმის საშუალება, რომ ონლაინ კლასები აწარმოონ,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  

დღის ამბები