19 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
საგანგებო შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში - კონსულტაციები სამომავლო რისკებს უკავშირდება

საგანგებო შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში. საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ, პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ინფექციონისტებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს ხვდება. დამატებითი კონსულტაციები უკაშირდება სამომავლო რისკებს და იმას, თუ რამდენად მზად შეხვდება სახელმწიფო მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის საფრთხეებს.

შეხვედრის დაწყებამდე, ინფექციონისტებმა და ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მოსახლეობის მიმართ მთავარი რეკომენდაცია ფიზიკური დისტანციის დაცვაა. 

საუბარი იყო ტესტებთან დაკავშირებითაც. დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სისტემა ტესტების მისაღებად მზად არის და საკმაოდ გამართულია.  

"ჩვენი სისტემა გამართულია, ამისათვის მზაობაც არის. დამატებით კონსულტაციებს კი ამ დარგის ექსპერტებთან გავივლით. ჯანდაცვის სექტორთან მიმართულებით კრიზისული გეგმა შემუშავებულია. ჰოსპიტალური სექტორი თავისი მარაგებით და საკადრო განაწესით გაწერილია," - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

ყოფილი დეპუტატის აკაკი ზოიძის თქმით კი, რომელიც ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ერთ-ერთი დამფუძნებელია, საქართველოში ტესტების ჩამოტანა არ ნიშნავს, რომ ყველა გამოჯანმრთელდება. 

"მასობრივი ტესტირება თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ამით ვიღაც განიკურნება. ეს იქნება მოტივაცია იმ ადამიანებისათვის, ვისაც ნამდვილად ეცოდინებათ, რომ ამ სწრაფ ტემპს ყოველგვარი ლოდინის გარეშე გაივლიან. სანამ ტესტები დაიწყება ჩავთვალოთ, რომ ყველას, ვისაც სიმპტომი აქვს, სავარაუდოდ აქვს კორონავირუსი. უნდა დაიჯერონ, რომ მათ აქვთ ეს ვირუსი და მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცეოდნენ რეალურად ამ შემთხვევაში," - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

 

დღის ამბები