19 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი სოციალური დისტანცირებაა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე ისაუბრა და ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომელზეც საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ისაუბრეს. 

"საქართველოში, დღეს დილის მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევა გვაქვს. მათგან უმეტესობა იმპორტირებულია. კვლევაშია რამდენიმე ნიმუში და დღესაც დაახლოებით 100-მდე ნიმუში გაიტესტება. 30 იანვრიდან მოყოლებული დღემდე კი, გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და აქედან 43-ში დადასტურებულია კორონავირუსი.

საკარანტინო ზონაში 1575 ადამიანია, თვითიზოლაციაში ჯერ კიდევ 1781 ადამიანი იმყოფება, 191 კი, უკვე გამოვიდა ამ ზონიდან. დღევანდელი შეხვედრა მოეწყო პრემიერთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან, რათა განხილულიყო ყველა ის საკითხი, თუ რას აკეთებს ქვეყანა პრევენციის მიზნით და რამდენად შესაბამისობაშია ეს ნაბიჯები იმ საერთაშორისო რეკომენდაციებთან, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს.

შევთანხმდით მთელ რიგ საკითხებზე. პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ რა ნაბიჯებიც აქამდე გადადგა სახელმწიფომ ინფექციის შეკავებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი სწორია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს შეკავების მექანიზმების აღსრულებაზე და მის მონიტორინგზე. ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი, სოციალური დისტანცირება გახლავთ. ამასთან ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ზოგადად ტესტირებაზე, თუ ვის და როგორ უნდა ჩაუტარდეს ეს. 

მოგეხსენებათ, ჩვენ ტესტირება თავიდან ლუგარის ცენტრში დავიწყეთ, ბოლო ორი კვირაა მოვახდინეთ მისი დეცენტრალიზაცია და ტესტირებას აწარმოებს, ქუთაისისა და ბათუმის დეპარტამენტები და ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო. ამჯერად კი შევთანხმდით, რომ უფრო მეტად განვავრცოთ გეოგრაფიულად ეს საკითხი და ტესტირების საშუალება უფრო ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები