19 მაისი 2024,   15:48
ვრცლად
ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო მოხელის - ბიძინა კულუმბეგოვი 

რამდენად მზად არის საქართველო მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის საფრთხეებს გაუმკლავდეს - მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის ექსპერტებს და ინფექტიონისტებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, ამ ეტაპზე ძალიან დიდია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. 

"ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა და პირობა გახლავთ ის, რომ ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, სახელმწიფო არის ჩვენს მხარეს და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო მოხელის. ჩვენ ვართ პრიორიტეტი, თუ როგორ შევაჩერებთ ამ ინფექციის გავრცელებას,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა

 

დღის ამბები