26 აპრილი 2024,   01:01
ვრცლად
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 32 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 4 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, 3 ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, 2 აჭარაში, 3 საჩხერეში, 2 კი გორის ჰოსპიტალში.

ქვეყანაში ამ ეტაპზე სულ 47 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა, 5-6 პაციენტის გამოჯანმრთელებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.

47 შემთხვევიდან 3 ახალი შემთხვევის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი, მათგან ერთი ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას, 2 კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. გორში მყოფ პაციენტებს შორისაა 20-25 წლის იუნკერი და ახალგაზრდა ქალი, ორივე მათგანს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მესამე ახალი შემთხვევა კი ესპანეთს უკავშირდება.

დღის ამბები