02 მაისი 2024,   16:01
ვრცლად
საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც იმსახურებს ტაშს კორონავირუსზე რეაგირებისთვის - "ევრაზიანეტი"

"საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც იმსახურებს ტაშს კორონავირუსზე რეაგირებისთვის" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას "ევრაზიანეტი" აქვეყნებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში, საქართველო ასეთი ეპიდაფეთქების წინაშე არ ყოფილა. ამ ფონზე კი, იმატა ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობამ.

როგორც სტატიაში წერია, ამ დრომდე საქართველოში არცერთი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ევროპაში პირველი სახელმწიფოა, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურ ზომებს ატარებს.

"პრევენციის მეთოდის გამოყენება ყველაზე ეფექტურია ისეთი მწირი რესურსების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა," - წერია "ევრაზიანეტის" სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ ვირუსი ქვეყანაში ფართოდ გავრცელდება, საჭირო გახდება ქვეყნის მასშტაბით ზომების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება.

დღის ამბები