19 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
"ევროპული საქართველო" პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს

"ევროპული საქართველო" ერთჯერადად დაარღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის მხარდასაჭერად პარლამენტში მივა.

აღნიშნული განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

დავით ბაქრაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს.

"კარგად გვესმის, რომ ამ ბრძოლაში მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, ამიტომ ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ყველა ის ბერკეტი, რომელიც საჭიროა ქვეყანაში აუცილებელი ღონისძიებების გატარებისთვის და ვირუსი დამარცხებისთვის. ამავე დროს ყველას გვეკისრება ჩვენი პასუხიმგებლობა და დღეს არის დრო, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ერთიანობა ამ საქმესთან ბრძოლაში და ყველამ შეიტანოს საკუთარი წვლილი, ვისაც რა შეგვიძლია კორონავირუსის დამარცხებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე ევროპული საქართველო დღეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადად უარს აცხადებს და დაარღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს. ჩვენ ვაპირებთ შევიდეთ პარლამენტის სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

საგანგებო მდგომარეობას გააჩნია კონკრეტული შეზღუდვები და მას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, ამიტომ ნეგატიური პროცესების მინილიზაციისთვის ჩვენი ხედვით საგანგებო მდგომარეობა მკაფიოდ უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს. პირველი უნდა იყოს ვადაში გაწერილი და მეორე, უნდა იყოს ჩამოთვლილი კონკრეტული ღონისძიებები, რა ფორმით ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. ამ ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენ მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ საგანგებოს გამოცხადებას და მივცეთ ხელისუფლებას ყველა ის ბერკეტი, რომელიც მას სჭირდება კორონავირუსთან საბრძოლველად," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები