19 მაისი 2024,   04:16
ვრცლად
კახეთის რეგიონში საკარანტინო ზონაში მყოფ პირთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა

კახეთის რეგიონში საკარანტინო ზონაში მყოფი პირებია რაოდენობა 133-დან 155-მდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გაზრდილია თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა და ბოლო მონაცემებით, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ 339 პირი რჩება. 

"ქალს, რომელიც მაღალი ტემპერატურით და ხველით ორი დღის წინ თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, კორონავირუსი არ დაუფიქსირდა. ამ დროის ინფორმაციით, მეთვალყურეობა 22 ადამიანს მოეხსნა. საკარანტინო რეჟიმის დარღვევის მიზეზით ორი მოქალაქე თბილისში გადაიყვანეს," - აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა. 

კახეთის მასშტაბით კორონავირუსი ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.

დღის ამბები