19 მაისი 2024,   06:51
ვრცლად
რამდენად მისაღებია მოქალაქეებისთვის შეზღუდვები - მოსახლეობა დაწესებულ შეზღუდვებს გაგებით ეკიდება

დღეიდან საქართველო ცხოვრებას საგანგებო რეჟიმში იწყებს. ეს არ არის საკომენდანტო საათი ან კარანტინი, მაგრამ ის, რაც დღემდე რეკომენდაცია იყო, ახლა თითოეული ჩვენგანისთვის ვალდებულებაა. მისი დარღვევა კი, უკვე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

სუპერმარკეტებსა და სასურსათო მაღაზიებში შესვლა 10 ადამიანზე მეტს აღარ შეეძლება. შესაბამისად, სასურსათო მაღაზიები გამოყოფენ წარმომადგენლებს, რომლებიც მოქალაქეების რაოდენობას გააკონტროლებენ.

"კურიერი" დაინტერესდა, რამდენად მისაღებია მოქალაქეებისთვის შეზღუდვები. როგორც გარკვა, აღნიშნულ შეზღუდვას მოსახლეობა გაგებით ეკიდება. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მზად არიან ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმზე გადაეწყონ.

"პოზიტიური მხარე აქვს. ჩვენ გვჭირდება ეს. ძალიან ბევრს ვხედავ, რომ არ ესმის სამწუხაროდ. ეს ნაბიჯი იყო გადასადგმელი და მივესალმები, ოჯახში ძალიან გაგვიხარდა," - განაცხადა მოქალაქემ "კურიერთან" საუბრისას.

"მისაღებია. მთავრობა როგორც გადაწყვეტს, ჩვენ იმას გავაკეთებთ. თუ ჩვენ მივყვებით მოთხოვნებს, მე მგონია რომ გვეშლება," - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუმცა 10 ადამიანზე მეტი მუნიციპალურ ტრანსპორტშიც არის დაუშვებელი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაშიც გაგებით ეკიდება მოსახლეობა.

დღის ამბები