19 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
კორონავირუსის 49-ე შემთხვევა აჭარაში დადასტურდა - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 49-ე შემთხვევა აჭარაში დადასტურდა.

მარინა ეზუგბაიას თქმითვე, დაინფიცირებული პაციენტებიდან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"დაემატა 49-ე პაციენტი, რომელიც დადასტურდა აჭარაში. საერთო ჯამში აჭარაში სამი დადასტურებული შემთხვევაა. დანარჩენი არსებული პაციენტების მდგომარეობა არ შეცვლილა, ყველასი სტაბილურია. ჯერჯერობით ამ 49-იდან 3 პაციენტია პრობლემური, რომელთანაც შესაძლებელია მდგომარეობის დამძიმება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, 14 პაციენტთან დაკავშირებით დილით მიღებული პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

"ჩვენ დილას მივიღეთ 14 ტესტის პასუხი, თოთხმეტივეს პასუხი უარყოფითი იყო. დღეს საღამოს აღებულია 8 პაციენტზე ტესტირება და პასუხებს დილისთვის გავიგებთ," - დასძინა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები