18 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
მადრიდის რეალის ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ "მადრიდის რეალის" ყოფილი პრეზიდენტი, ლორენსო სანსი 76 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

სანსი "სამეფო კლუბს" 1995-2000 წლებში ხელმძღვანელობდა. კლინიკაში იგი 17 მარტს მიიყვანეს, მძიმე კონდიციაში.

მას 8 დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ არ სურდა საავადმყოფოში წასვლა. საბოლოოდ, ერთ-ერთმა შვილმა კლინიკაში იძულებით გადაიყვანა.

COVID 19-ის ვირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, მეორე დღესვე ლორენსო სანსის მდგომარეობა კრიტიკული გახდა და მოგვიანებით, გარდაიცვალა.

გუშინ კიდევ 2 ფეხბურთელს დაუდგინდა კორონავირუსი - მილანის ტექნიკურ დირექტორს, პაოლო მალდინის და ტურინის იუვენტუსის ფორვარდს, პაულო დიბალას.

დღის ამბები