19 მაისი 2024,   08:53
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი მთავრობას სთხოვს, შეკრების აკრძალვის რეგულაცია მკაფიო გახადოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ყველას, საგანგებო მდგომარეობას დაემორჩილონ. ამასთან, მას მთავრობის მისამართითაც აქვს მოთხოვნა : 

"მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას;

- მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი - შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი - რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!!

- მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!" - წერს გიორგი მარგველაშვილი "ფეისბუქზე". 

დღის ამბები