18 მაისი 2024,   15:16
ვრცლად
მეც არ მაქვს პირბადე, პრიორიტეტულები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები არიან - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კერძო საწარმოებმა და ორგანიზაციებმა COVID 19-ის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად გარკვეული წესები უნდა დაიცვან.

თურნავას განცხადებით, აუცილებელია მათ აწარმოონ თანამშრომელთა თერმოსკრინინგი (თუნდაც ჩვეულებრივი თერმომეტრით და არა თერმოსკანერით), ჩაატარონ სამუშაო სივრცეების დეზინფექცია და უზრუნველყონ თანამშრომლები პერსონალური სადეზინფექციო საშუალებებითა და სამედიცინო ნიღბებით.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული დეფიციტის გამო, ეროვნული წარმოების სამედიცინო ნიღბები დაურიგდებათ პირველ რიგში მათ, ვინც "ფრონტის წინა ხაზზე" დგას. მისი თქმით, პროირიტეტულები, ვისაც სამედიცინო ნიღბები პირველ რიგში დაურიგდებათ, 70 წელს გადაცილებული პენსიონერები იქნებიან.

"მეც არ მაქვს პირბადე, პრიორიტეტულები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები არიან," - განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები