18 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკარანტინო სივრციდან 10 პაციენტი დღეს გაეწერება

ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის გავრცელების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 36 პირია. ექიმები ამბობენ, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო დღეს მიღებული 5 პასუხიდან ყველა უარყოფითია. კორონავირუსულ ინფექციაზე 10 პაციენტის პასუხს დღის ბოლოს ელოდებიან, ხოლო 10 მათგანი ბინაზე დღეს გაეწერება

"ყველას არ აქვს მოგზაურობის ისტორია. გვყავს ერთი აეროპორტის თანამშრომელი, რომელიც გამშვებ პუნქტზე მუშაობდა. მას არავისთან ასე კონკრეტულად შეხება არ ჰქონია, მაგრამ ცხელება გამოუვლინდა და ამიტომაც გადმოიყვანეს ჩვენთან. გვყავს შიდა კონტაქტები, მაგრამ, ძირითადად, მაინც საზღვრის კვეთით არიან: აზერბაიჯანიდან შემოსული პაციენტები, ჩეხური კონტაქტი გვყავს კიდევ რამდენიმე და ასე შემდეგ,"-განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფო მალე მიმღებ განყოფილებად გადაკეთდება, სადაც COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება იქნება შესაძლებელი.

დღის ამბები