27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
დეკრეტი გვაძლევს საშუალებას,ერთ საათში მიიღო გადაწყვეტილებები - მდინარაძე საგანგებო მდგომარეობაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, თუ რა გახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მთავარი საფუძველი.

მისი თქმით, დეკრეტი სწრაფი მოქმედების საშუალებას იძლევა :

"როდესაც ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და ძალიან სწრაფად დგები ახალი გამოწვევების წინაშე, შენ გჭირდება ისეთი სამართლებრივი რეჟიმი, სადაც გადაწყვეტილებების აღსრულებას დააფუძნებ სწორ სამართლებრივ რეგულაციებზე. დეკრეტი გვაძლევს საშუალებას, ნაცვლად ერთკვირიანი ვადისა, ერთ საათში და ორ საათში მიიღო გადაწყვეტილებები.

ერთ-ერთი მთავარი საფუძველი საგანგებო რეჟიმის გამოცხადებისა გახლდათ სწორედ ეს,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გუშინ გამოცხადდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები