19 მაისი 2024,   08:50
ვრცლად
გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას აგრესიული ტესტირების დაჩქარებისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას აგრესიული ტესტირების დაჩქარებისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ჯანდაცვის მინისტრს 17 მარტს გაცემულ დაპირებას ახსენებს და ამბობს, რომ კორონავირუსის სწრაფი ტესტები ქვეყანაში კვირის ბოლოს უნდა შემოსულიყო.

"17 მარტს ქალბატონმა ტიკარაძემ გააკეთ პირველი განცხადება და გვითხრა, რომ კვირის ბოლოს დაიწყებოდა აგრესიული ტესტირება. დღეს არის კვირა დღე და აგრესიული ტესტირება არ დაწყებულა. სამაგიეროდ, გვაქვს საგანგებო ვითრებასთნ დაკავშირებით გადაწყვეტილება.

ამ გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის პრობლემასთნ ერთად, შიმშილის პრობლემის წინაშე დავაყენეთ საზოგადოება. ნებისმიერ ასეთ დოკუმენტს, რომელსაც ამტკიცებს ხელისუფლება, აუცილებლად უნდა მოყვებოდეს საქმოქმედო გგეგმა," - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები