27 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
"ახლა ჯერი მთავრობაზეა" - ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებას სიტუაციის მართვისთვის საჭირო ყველა ბერკეტი მისცეს

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საუბრობს მიზეზზე, რის გამოც გუნდმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, ხელისუფლებას მისცეს ყველა ბერკეტი და მექანიზმი, რასაც ითხოვდა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის ეფექტური მართვისთვის.

"ახლა ჯერი არის მთავრობაზე, მან უნდა წარმოადგინოს კონკრეტული ნაბიჯების და ღონისძიებების გეგმა, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესების დაცვის კუთხითაც," - აღნიშნა ბაქრაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი ფინანსური დახმარების პაკეტის აუცილებლობაზე საუბრობს - მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს ასობით ათასი ადამიანი დროებით სამსახურის გარეშე რჩება. გოცირიძე მიიჩნევს, რომ უნდა ამოქმედდეს სასურსათო დახმარების პროგრამაც.

დღის ამბები