18 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა ევროპიდან დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მოხდება - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ორგანიზებულად, დაგეგმილი რეჟიმის და გრაფიკის მიხედვით მოხდება. მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. 

"ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვზრუნავთ თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, იმყოფებიან ისინი საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ჩვენი კოლეგები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოების მეშვეობით 24 საათიან რეჟიმში ჩართულები არიან მათთან კომუნიკაციაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა სხვადასხვა წერტილიდან, ევროპიდან მოხდეს ორგანიზებულად, მოხდეს დაგეგმილი რეჟიმის და გრაფიკის მიხედვით, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.  აქედან გამომდინარე, ისე უნდა მოხდეს მათი ჩამოყვანა, რომ ჩვენ მზად ვიყოთ და საკარანტინო სივრცეები შევთავაზოთ და ყველა აუცილებელი ღონისძიება იყოს გატარებული, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, მთავარია პრევენცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ორგანიზებულად ჩამოგვყავს, არ წარმოადგენდნენ საფრთხეს საკუთარი თავისთვის, საკუთარი ახლობლებისთვის და დანარჩენი საზოგადოებისთვის",- განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები