18 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებმა, შესაძლოა, COVID 19-ის გავრცელების რისკი გაზარდოს - ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებმა, შესაძლოა, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების რისკი გაზარდოს. მისი თქმით, ვითარება განსაკუთრებით სარისკოა იმ პირობებში, როდესაც როდესაც არ კონტროლდება საქართველო რუსეთის საზღვრის ის მონაკვეთები, რომლებიც ოკუპირებულია.

"აფხაზეთში იმართება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები რაც სამართლებრივი თვალსაზრისით არის არალეგიტიმური როგორც პროცესი, ასევე მისი შედეგები. ეს არჩევნები თავისთავად გარკვეულ განწყობებს გამოხატავს მოსახლეობისთვის და საინტერესოა როგორც პროცესი, თუმცა დღეისთვის მთავარი წუხილი უკავშირდება იმას, რომ არჩევნებს აგრეთვე წინ ახლდა საკმაოდ აქტიური კამპანია, ხალხმრავალი შეკრებები და კორონავირუსის პანდემიის დროს იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს არ გაზრდის ადგილზე რისკებს.

მიმდინარე კვირას აფხაზეთში იმყოფებოდა მისია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ექსპერტების მონაწილეობით, რომლებმაც ძალიან სწრაფი და ეფექტური შეფასება გააკეთეს ადგილზე მდგომარეობის. დღეისათვის ეს მდგომარეობა არ არის კრიტიკული და საგანგაშო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რისკები არ არსებობს, მით უფრო, როდესაც არ კონტროლდება საქართველო რუსეთის საზღვრის ის მონაკვეთები, რომლებიც ოკუპირებულია," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები