თბილისიდან ბერლინის მიმართულებით რამდენიმე საათში "ჯორჯიან ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავი აფრინდება. ის საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დააბრუნებს.
გვიან ღამით ქართული ავიაკომპანიის ხელმძღვანელი პრემიერის მხრიდან მკაცრი კრიტიკის მიზეზი გახდა. გიორგი გახარიამ "აირზენას" დირექტორი შექმნილ ურთულეს ვითარებაში მეტი ფინანსური სარგებელის მიღებაში დაადანაშაულა და მას მდგომარეობის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევებში სანქციების დაწესებაც არ გამორიცხა.
"მიფრინავს ჩვენი ყველაზე დიდი თვითმფრინავი, სადაც არის 180 ადგილი. ყველა ადგილი გაყიდულია. ეს არის კომერციული რეგულარული რეისი, ეს არ არის სპეცრეისი. სპეცრეისებს ველოდებით მთავრობისგან. გამომდინარე იმ დაძაბული სიტუაციიდან და იმ საშიშროებიდან, რომ ვირუსი გავრცელდეს, როგორც მე ვიცი, ყველანი კარანტინზე იქნებიან," - განაცხადა რომან ბოკერიამ.