კორონავირუსის დიაგნოზით საჩხერის სამედიცინო ცენტრში ოთხი პაციენტია მოთავსებული. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამ პაციენტს ანალიზებს განმეორებით აუღებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას დატოვებენ.აღსანიშნავია, რომ იზოლაციაში მყოფთა ნაწილმა სასტუმრო უკვე დატოვა.
"3 პაციენტის გადამოწმება მოხდება მომდევნო კვირაში და სასურველი პასუხის მიღების შემთხვევაში ისინი გაწერილი იქნებიან ბინაზე. რაც შეეხება მე-4 პაციენტს, მას სიმპტომები ისევ აღენიშნება, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია, გართულებებს არ ველოდებით. მიმდინარეობს მონიტორინგი და დაკვირვება.
რაც შეეხება კარანტინში მყოფ მოქალაქეებს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რაიმე სიმპტომები მათ არ აღენიშნებათ. მათი ნაწილი გაშვებულია სახლში, ვინაიდან მათი საკარანტინო პერიოდი ამოიწურა," - აცხადებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.