27 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
გადავედით იმ ეტაპზე, როცა ყველა კონტაქტის დადგენა ძნელია და შეიძლება ვერც მოხერხდეს - სოზარ სუბარი

რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, კრიტიკული საჭიროების მქონე ადამიანების გარდა, მარნეულში ნებისმიერი მოქალაქის შესვლა-გამოსვლა შეზღუდულია.

სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულელი ქალის კონტაქტების, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, ყველა კონტაქტის დადგენა ვერ ხერხდება. სუბარის თქმით, ქვეყანაში მსგავსი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა.

"ერთადერთი პრინციპი, რაც ხდება ეს არის, როდესაც კრიტიკული საჭიროების მქონე ადამიანები, ექიმები, როდესაც მოხდება გამოყვანა ავადმყოფების, რომლებიც ვთქვათ თბილისში უნდა ჩავიდნენ, ვთქვათ დღეს არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც დღეს ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, ზოგი აუცილებელი მანიპულაციები, ვთქვათ ქიმია აქვს გასაკეთებელი. გადადება სადაც არ ხდება, ასეთ დროს ისინი ექიმის თანდასწრებით, სრული დაცვით, ეკიპირების და ყველა იმ წესების, რაც არის განსაზღვრული ჯანდაცვის ექსპერტების მიერ, მიდიან შესაბამის საავადმყოფოში და ბრუნდებიან უკან ისე, რომ მათ სხვაგან არ უწევთ ავტომანქანის დატოვება. ადგილობრივების შეყვანა არ ხდება, ისევ და ისევ იმ აუცილებელი ადამიანების გარდა, რომელთა შეყვანაც არის აუცილებელი.

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უკვე გადავედით იმ ეტაპზე და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყველა კონტაქტის დადგენა არის ძალიან ძნელი და შეიძლება ვერც მოხერხდეს, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ამის გამო გამოცხადდა გაძლიერებული კარანტინი. 100-მდე კონტაქტი დადგენილია, თუმცა რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავთ იყოს კონტაქტები, რომლებიც არ ვიცით. ამიტომაც პროცესი გრძელდება და ამიტომაც იწყება ეს მასობრივი შემოწმება და შემდეგ შესაბამისად ტესტირებაში გადავა.

საველე ჰოსპიტალში დაიდგმება კარვები იმიტომ, რომ საავადმყოფოში არის ამ წუთისთვის საკმარისი ადგილი, მაგრამ რა წამსაც ეს ადგილები არ იქნება საკმარისი, დაახლოებით 150 ადგილიანი საველე ჰოსპიტალი იქნება დამხმარედ "ჯეო ჰოსპიტალის" ტერიტორიაზე. ამ წუთში ხდება კარვები დადგმა და ტერიტორიის გაწმენდა.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო მოსამსახურეები შიგნით არ არიან. სამხედრო მოსამსახურეები დგანან შესასვლელთან, რამდენიმე ადგილას მხოლოდ და ისიც ძალიან მინიმალურ ამოცანებს ასრულებენ, რაც არის დაკავშირებული კარანტინის ზომების დაცვასთან, შესვლა-გამოსვლის კონტროლთან.

ძირითადი კონტროლი არის პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში და იმ საველე საავადმყოფოს გახსნაში საგანგებო სიტუაციების სამსახური არის ჩართული და ისინი ახორციელებენ ამ საქმეს," - აცხადებს სოზარ სუბარი.

დღის ამბები