14 მაისი 2024,   00:34
ვრცლად
"კონსულტაციები გაგრძელდება ყოველდღიურად, სანამ მთავარ გამოწვევებს არ ვუპასუხებთ" - სოსო ფხაკაძე პრემიერთან შეხვედრაზე

საკოორდინაციო საბჭო ამ წუთებში შეხვედრას ბიზნესმენებთან მართავს. მთავარი თემა სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობის და კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე, ეკონომიკის სტიმულირების გეგმა და პროცესებში მათი ჩართულობაა.

დილიდან საკოორდინაციო საბჭო თემატურ შეხვედრებს მართავს და სხვადასხვა მიმართულებით რეგულაციებს ამკაცრებს.

პრემიერისა და ბიზნესსექტორის შეხვედრის კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ბიზნესწრეების წარმომადგენლები დეტალებზე არ საუბრობენ. 

"ვისოლ გრუპის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, შეხვედრები და კონსულტაციები ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს.

"ეს კონსულტაციები გაგრძელდება ყოველდღიურად, სანამ მთავარ გამოწვევებს არ ვუპასუხებთ," - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

დღის ამბები