18 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
COVID-19 მსოფლიოში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა

თითქმის 16 ათასამდე დაღუპული და 351 ათასამდე ინფიცირებული - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებიის ბოლო სტატისტიკა. COVID-19-მა უკვე 192 სახელმწიფოში შეაღწია.

დაავადება 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა, თუმცა მის მიუხედავად თითქმის ყველა სახელმწიფო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღითიდღე მძიმდება ვითარება მეზობელ ქვეყნებში.

თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში დაიღუპა 9 და დაინფიცირდა 290-მდე პირი. ქვეყანაში ვირუსის 1200-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

194-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სომხეთში, აზერბაიჯანში ინფიცირებულების რაოდენობა 65-ია, რუსეთში კი 438. ისევ რთული ვითარებაა იტალიაში. ქვეყანაში 651 ადამიანი დაიღუპა.

გამოვლინდა ინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა. იტალიის თავდაცვის უწყება ამერიკას დახმარებას სთხოვს. იტალიაში ექიმთა ჯგუფი და სამედიცინო რესურსები გაგზავნა მოსკოვმა.

ესპანეთში დაღუპულთა რაოდენობა 2 ათასს აჭარბებს, 600-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი საფრანგეთში.

დონალდ ტრამპის ბრძანებით ეროვნული გვარდია ინტენსიურ პატრულირებას იწყებს კალიფორნიაში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. შტატებში ინფიცირებულებს შორის ერთი სენატორი და ასამდე ნიუ-იორკელი პოლიციელია. კორონავირუსი დაუდგინდა სკანდალურ ჰოლივუდელ პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს.

შტატებში კოვიდ-19-ით 35 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დღეიდან ქუჩებში გადაადგილება შეიზღუდა საბერძნეთში. კომენდანტის საათი გამოაცხადა საუდის არაბეთმა. ორ ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება გერმანიაში, სადაც მერკელი იზოლაციაშია.

პოზიტიური ტენდენცია გრძელდება ჩინეთში.​ ჰუბეის პროვინციაში მე-5 დღეა შიდა გადაცემის ფაქტები არ ფიქსირდება.

დღის ამბები