ავსტრიელი პილოტი, რომელსაც გუშინ COVID-19 დაუდასტურდა, ბათუმის აეროპორტიდან გვიან ღამით სპეციალური ავიარეისით გაფრინდა. ინფიცირებული ავსტრიის მოქალაქეა და პილოტის გადაყვანა სწორედ ავსტრიამ მოითხოვა.
ის საქართველოში 6 დღის წინ ჩამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა სპეცრეისით საფრანგეთიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა და სასტუმრო Hilton-ში დაბინავდა.
ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და გუშინ დილით ტემპერატურის გამო ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მალევე ავსტრიელ მფრინავს კორონავირუსი დაუდასტურდა.