19 მაისი 2024,   12:28
ვრცლად
საქართველოს არც ერთი მოქალაქე, რომელიც ქვეყნის გარეთ იმყოფება, უყურადღებოდ არ დარჩება - პრემიერის პრესსპიკერი

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, უყურადღებოდ არ დარჩება. ისინი საქართველოში ეტაპობრივად დაბრუნდებიან, სპეცრეისების ორკვირიანი განრიგი უკვე შედგენილია.

როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, პროცესი მომდევნო თვესაც გაგრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის და საერთაშორისო საკითხებში მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, საჭიროა რამდენიმე შუალედის დაცვა საიმისოდ, რომ მოხდეს საკარანტინო ზონების და ასევე საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადება, რათა ქვეყნის ჯანდაცვა პოტენციურად მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან მოქალაქეების დაბრუნებას მზად დახვდეს.

"დღეს არსებული შემთხვევები, რომლებიც მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ნამდვილად ზღუდავს იმ შესაძლებლობებს, რომლითაც შეიძლება ჩვენმა მოქალაქეებმა ისარგებლონ და დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს კონკრეტულ გეგმებს იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამოქალაქეებს დაბრუნებაში.

ამისათვის პრემიერ-მინისტრთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესრულდება სპეციალური რეისები სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს დაბრუნდნენ სამშობლოში," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები