18 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
ჩინეთისა და იტალიის შემდეგ COVID 19 -ის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთისა და იტალიის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებშია დადასტურებული.

დაინფიცირებულთა რიცხვი იქ 46 000-ს გასცდა. დაღუპულია 582 ადამიანი. პენტაგონის ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადადის.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით გასულ კვირას გამოქვეყნებული 15 დღიანი გაიდლაინის გადახედვას და ახალი რეგულაციების გავრცელებას აპირებს, რომლის მიზანია ქვეყანა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და ეკონომიკას დაუბრუნდეს.

დღის ამბები