12 მაისი 2024,   15:41
ვრცლად
მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის კურსის ცვლილებების შერბილებაზე იზრუნებს - ნათია თურნავა

მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის კურსის ცვლილებების შერბილებაზე იზრუნებს, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

მინისტრის განმარტებით, გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო ლარი სხვა ქვეყნების ვალუტების გაუფასურების დინამიკას მიჰყვება. მინისტრმა იმპორტიორებს მოუწოდა, საკუთარი განცხადებებით ნეგატიური მოლოდინების შექმნას ხელს ნუ შეუწყობენ. 

"ლარიც აჰყვა ამ საერთო დინამიკას და, როგორც მთელს მსოფლიოში ხდება ეს გაუფასურება სხვადასხვა ეროვნული ვალუტების იმის გამო, რომ ვაჭრობა შეწყდა, ტურიზმი შეწყდა და ეს არანორმალური ვითარებაა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, აისახა ლარის კურსზე, მაგრამ რაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია და ვაკეთებთ, ეს არის ლარის კურსის გაუფასურების ზემოქმედების შერბილება მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში, ჩვენ შევარჩიეთ 9 დასახელების სასურსათო საქონელი, რომლის ფასების ზრდა არ ხდება და ამას ჩვენ ვამონიტორინგებთ,"-განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები