18 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
კარანტინის დარღვევის მცდელობები იყო, თუმცა არავინ დაგვიკავებია  - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რომელიც COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაკეტილ მარნეულში იმყოფება, რეგიონში შეზღუდვების დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.  თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს,  მოქალაქეები პოლიციელების დანახვისთანავე უკან ბრუნდებიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დამატებითი ღონისძიებების გატარება არ უწევთ. 

"იყო რამდენიმე მცდელობა, გუშინაც ღამით იყო მცდელობა, ზოგი ამბობდა ვსეირნობ, ზოგი- ბაღში გავდივარ სამუშაოდ. დღესაც იყო ერთი შემთხვევა, ისიც მობრუნდა, უკან წამოვიდა, რომ ხედავენ პოლიციელებს, უკან ბრუნდებიან. რომ გითხრათ გაიქცა და დევნა განხორციელდა და დავაკავეთ, ასეთი თემა არ ყოფილა,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

​მინისტრის ინფორმაციით, კარანტინის ზომების დარღვევისთვის მოქალაქეებს 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, ხოლო, მისი გამეორებისთვის მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

მინისტრის თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდება იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეულმა მოქალაქემ არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მიიღოს. 

დღის ამბები