18 მაისი 2024,   08:47
ვრცლად
ფოტოები მარნეულის ჩაკეტილი ზონიდან, რომლის შესასვლელსაც ჯარისკაცები და პოლიციელები აკონტროლებენ

საქართველოს თავდაცვის ძალები შსს-სთან ერთად მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელებს აკონტროლებენ. ისინი საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ამოწმებენ ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს.

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი სპეციალური ხსნარით ტერიტორიაზე შემავალი და გამავალი ავტოტრანსპორტის დამუშავებას უზრუნველყოფს.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანაყოფი ნატოს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიის და მსგავსი შემთხვევების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება.

თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი კი, საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს.

ფოტოებს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

დღის ამბები