18 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა 

თბილისში მარნეულიდან 2 დღის წინ გადმოყვანილი, COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. 62 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე რჩება.

დღეს ინფექცია ქალის ოჯახის კიდევ ოთხ წევრს დაუდგინდა. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ოთხივე მათგანი მათ კლინიკაშია მოთავსებული. მისივე თქმით, ჯამში, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციით, COVID 19-ის ინფიცირების 67 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. ამ დროისთვის, ქვეყანაში კარანტინში 4055 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანია.

დღის ამბები