19 მაისი 2024,   15:55
ვრცლად
იყო მცირედი სირთულე "ლიბერთი" ბანკის მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვარდა - ქვემო ქართლის გუბერნატორი მარნეულში არსებულ ვითარებაზე

მარნეულის გამშვებ პუნქტთან ქვემო ქართლის გუბერნატორი იმყოფებოდა. შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, განსაკუთრებულ სირთულეებს ადგილი არ ჰქონია, მოსახლეობისთვის ცნობები 3 ენაზე ვრცელდება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ და ასევე რა რეკომენდაციები გაიცემა.

მისივე განცხადებით, იყო რამდენიმე შეფერხებები ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემა "ლიბერთი" ბანკმა გარკვეულ დროში მოაგვარა.

"საკარანტინე რეჟიმი ჩვეულებრივად მუშაობს. თქვენც ხედავთ, რომ დისტრიბუცია და პროდუქტების მომარაგება ჩვეულ მუშა რეჟიმში მიმდინარეობს.

რაც შეეხება გარკვეულ პრობლემებს, მაგალითად გუშინ იყო შექმნილი მცირედი სირთულე "ლიბერთი" ბანკის მუშაობასთან დაკავშირებით. 1 საათში ეს ყველაფერი მოგვარდა შეუფერხებლად. დარიცხულია თანხები და იღებენ. პროცესი მიმდინარეობს," – აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.

დღის ამბები