25 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
ბათუმში სამშენებლო მასალების 6 მაღაზია დაიწვა

გვიან ღამით ბათუმში სამშენებლო მასალების 6 მაღაზია დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. 

როგორც სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, COVID-19-ის რეჟიმის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, მათი მაღაზიები უკვე რამდენიმე დღეა რაც დაკეტილია. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, მეპატრონეების თქმით, განადგურებულია რამდენიმე ათასი ლარის პროდუქცია. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები