19 მაისი 2024,   13:48
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა მარნეულში 20 000-მდე ხელთათმანი მიიტანეს

მარნეულის საგუშაგოსთან "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა 20 000-მდე ხელთათმანი მოიტანეს, რომელსაც კარანტინის ზონაში მოსახლეობისთვის გააგზავნიან.

როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერები აღნიშნავენ, ისინი მსგავსი აქციებით შეეცდებიან მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადონ.

"ჩვენ ჩამოვიტანეთ აქ რამდენიმე ათასი წყვილი ხელთათმანი. გვსურს, რომ დავეხმაროთ მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ამ მძიმე პერიოდში. ასევე ჩვენი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები მზად არიან მოხალისეებად იმუშაონ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს," – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი.

"ევროპულმა საქართველომ" წარადგინა ყოვლისმომცველი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საპენსიო შენატანების 8 თვის ვადით შეჩერებას ითვალისწინებს.

"მთელი ამ დღეების განმავლობაში "ევროპულმა საქართველომ" წარმოადგინა ძალიან ყოვლის მომცველი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც გულისხმობს გადასახადების შემცირებას, საპენსიო შენატანების შეჩერებას 8 თვის ვადით და არაერთ ღონისძიებას, რომელიც დაუტოვებს ჩვენს მოქალაქეებს ფულს იმისათვის, რომ უკეთ გაუმკლავდნენ რთულ ვითარებას, რომელშიც აღმოვჩნდით," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანიგიორგი კანდელაკი.

დღის ამბები