19 მაისი 2024,   15:23
ვრცლად
რეგიონში სურსათის მომარაგების კუთხით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა სწრაფად მოვაგვარეთ - სოზარ სუბარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში სურსათის მომარაგების კუთხით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ის მალევე აღმოფხვრეს. 

"სურსათის მომარაგების კუთხით გარკვეული პრობლემები შეიქმნა რეგიონში, თუმცა ხელით მართვის რეჟიმში ძალიან სწრაფად გადავწყვიტეთ ეს პრობლემა. გუშინ 20 ათასი ადამიანი შემოწმდა და გამოიკითხა. მათგან 25-ს ჰქონდა დაბალი სიცხე, აქედან 2 პაციენტი იყო საეჭვო სიმპტომებით, თუმცა ერთი უკვე გაწერილია და სავარაუდოდ მეორესაც მალე გაუშვებენ სახლში, რადგან მას კორონავირუსთან დაკავშირებული დაავადებები არ აქვს," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა. 

დღის ამბები