19 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას სთხოვს, უმუშევრად დარჩენილებს 1000 ლარით დაეხმაროს

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას, კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილების დახმარებას სთხოვს.

ამის შესახებ განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია საჭიროების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიის თითო ოჯახზე 1000 ლარი გამოიყოს.

"100 ათასამდე ოჯახია, თითო ოჯახზე კი 3 თვის განმავლობაში 1000 ლარია გამოსაყოფი. ეს იმისათვის, რომ ადამიანებმა მინიმალური პროდუქტების შეძენა შეძლონ. სხვანაირად ეს ხალხი თავს ვერ გაიტანს, ნიაღვარივით შემოდის ზარები. გვესმის რა მდგომარეობაში დღეს მთლიანად სახელმწიფო, მაგრამ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ყველაფერთან შეუდარებელია," - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები