18 მაისი 2024,   16:13
ვრცლად
მარტოხელა მოხუცებს კერძო სექტორისა და მერიის წარმომადგენლებმა საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები დაურიგეს

მარტოხელა მოხუცებს კერძო სექტორი და მერია ეხმარება. დღეს ხანდაზმულებს საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები დაურიგეს.

ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის 5 ნომერში შეუძლიათ. 

"დეველოპერულმა კომპანია "არქიმ"  შესაბამისი პროდუქტები მოიტანა იმისათვის, რომ დღეიდან ის ათივე რაიონში გადავანაწილოთ და დავურიგოთ იმ ადამიანებს, ვინც სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებს," - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

"არქის" დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ისინი სიამოვნებით შეუერთდნენ მერიის ინიციატივას. 

"500 ყუთი სურსა-სანოვაგე გავამზადეთ ხანდაზმულებისთვის, ჩვენ სიამოვნებით შევუერთდით მერიის ინიციატივას, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ხალხი გარეთ არ გამოვიდეს და ჩვენ მათი დახმარება ასე შევძლოთ," - აღნიშნა დეველოპერულმა კომპანია "არქის" დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ილია წულაიამ.

 

დღის ამბები