18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
მარნეულში პროდუქტის დაუბრკოლებლად შეტანა-გამოტანისთვის სპეციალური სქემა მუშავდება - სოზარ სუბარი

მკაცრი კარანტინის გამო ჩაკეტილი მარნეულის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი მივიდნენ.

ლევან დავითაშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს წევრები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ის მცირე ხარვეზები, რაც იყო პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით აღმოიფხვრას და შემუშავდეს სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ შეფერხება მომავალშიც არ შექმნას.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ მთავრობის წევრებმა მუნიციპალიტეტში შესვლაზე უარი თქვეს სწორედ იმ მიზეზით, რომ დამორჩილებოდნენ იმ შეზღუდვებს, რომელიც ამ მუნიციპალიტეტში მოქმედებს. მისივე ინფორმაციით, პროდუქტების შეტანა-გამოტანასთან დაკავშირებით გარკვეული სქემა მუშავდება.

"წინასწარ ვიცით რა გავაკეთოთ. როდესაც მოდის მანქანა თბილისიდან, რომელმაც უნდა შეიტანოს სურსათი, ის სურსათი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც მოდის მარნეულიდან პირიქით, ისე, რომ ერთმანეთთან შეხება არ ჰქონდეთ ადამიანებს, შემსვლელ მანქანაზე დაიტვირთება, გადმოვა და გავა მუნიციპალიტეტიდან, რომ შეფერხება არ იყოს,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, COVID 19-ის გავრცელების რისკის გამო, მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

დღის ამბები