ქუთაისში საქართველოს ფოსტის ჯიხური გატეხეს. შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე წუხელ მოხდა.
ჯიხურის თანამშრომლის განცხადებით, წაღებულია სიგარეტები, თუმცა რა ოდენობის უცნობია. მისივე თქმით, ჯიხურში თანხა არ იყო.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია მოკვლევა.