26 დეკემბერი 2024,   19:59
ვრცლად
პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში - ნიკა მელია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე

ზუგდიდში მომხდარ ფაქტის გამო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას თავის მართლება მოუწია. მისი განცხადებით მათ ხალხის დახმარება სურდათ, მაგრამ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით ზუგდიდში ბევრი ადამიანი მივიდა და ამიტომ ვერ მოხერხდა რიგებში ადამიანებს შორის დისტანცია.

"ზუგდიდთან დაკავშირებით...

ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე.

სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში - რიგის, დისტანციის დაცვით.

ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში.

როგორც კი საფრთხე გაანალიზდა

დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.

ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.

ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა," - დაწერა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელებშიც, პირბადეების დარიგების ღონისძიებას ასევე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე. პაატა იმნაძე პირდაპირ აცხადებს, რომ პანდემიის გავრცელების საფრთხის დროს პიარის კეთების დრო არ არის.

შეგახსენებთ საქართველოში  კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომლის თანახმადაც 10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება. საპრეზიდნტო ბიბლიოთეკისა და მოხალისეების ორგანიზებით სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებების დარიგებას ზუგდიდში ადამიანების დიდი ჯგუფის თავმოყრა მოჰყვა, სადაც სოციალური დისტანცია არ იყო დაცული.

დღის ამბები