გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის შეუფერხებელი მიწოდება და მათზე ფასების შენარჩუნების საკითხი იყო.
საუბარს ბიზნესომბუდსმენიც ესწრებოდა. მეწარმეების თქმით, ქვეყანაში რამდენიმე თვის სასურსათო მარაგებია და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. მათივე განმარტებით, ქვეყანაში პანიკური შესყიდვები, პრაქტიკულად, აღარ ფიქსირდება.