19 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
ავსტრიიდან საქართველოში დაბრუნებული 181 მოქალაქე სასტუმრო Holiday Inn-ში მოწყობილ საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

ავსტრიიდან საქართველოში გეგმიური სპეცრეისით საქართველოს 181 მოქალაქე დაბრუნდა. გეგმიური რეისით ჩამოსული მგზავრები სამედიცინო შემოწმების შემდეგ სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში, რომელიც სასტუმრო Holiday Inn-ში მოეწყო.

საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო ზონაში განთავსებას ადგილზე დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით 64 სასტუმროში საკარანტინო ზონების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 4 250-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა საზღვრიდან შემოსული მოქალაქეების ტრანსპორტირებას, კვებას და საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფს.

"საქართველოში ჩამოფრინდა გეგმიური ჩარტერული რეისი ვენიდან, რომელსაც ჩამოჰყვა 180-მდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და დაბრუნდა სამშობლოში. ჩვენ უზრუნველვყავით ამ ადამიანების ტრანსპორტირება დედაქალაქში არსებულ სასტუმრო Holiday Inn-ში, რომელიც გადაკეთდა საკარანტინოდ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრის დავალებით აგრძელებს საკარანტინო ზონების მოძიებას, ორგანიზებას და შემდგომ მართვას," – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები