18 მაისი 2024,   08:48
ვრცლად
დონალდ ტრამპს სჯერა, რომ ჩინეთი COVID 19-თან დაკავშირებით მონაცემებს აყალბებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთი COVID 19-თან დაკავშირებით ინფორმაციას აყალბებს. ტრამპმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც, ოფიციალური მონაცემებით, COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვით ამერიკამ ჩინეთს გაუსწრო. 

"თქვენ არ იცით, რა რიცხვია ჩინეთში. ჩვენს ადმინისტრაციას არ სჯერა ჩინეთიდან გამოსული მონაცემების. ის, რომ შტატებში დაინფიცირების გაზრდილი სტატისტიკა გამოვლინდა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, თქვენ ვერ მეტყვით თუ რა ტესტირებას აკეთებს, ან არ აკეთებს ჩინეთი,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ლოს-ანჯელესის მერის, ერიკ გარსეტის თქმით, დაავადებულთა რაოდენობის ზრდის ტემპი გაიზარდა და 3-4 დღის ნაცვლად, ინფიცირებულთა რიცხვი ახლა უკვე 2 დღეში ორმაგდება.

"კალიფორნია მომავალი ნიუ-იორკია, ნიუ-იორკი მომავალი იტალია, იტალია-ირანი, ირანი - ჩინეთი. ამ ვირუსისთვის სულ ერთია, სად ცხოვრობ, შემდეგი შენ ხარ. თუ მანამდე დაავადებულთა რაოდენობა 3-4 დღეში ორმაგდებოდა, ახლა ეს პერიოდი 2 დღემდე შემცირდა და თუ ეს ტემპი გაგრძელდება, მალე დავეწევით ნიუ-იორკს. ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკა. ესენი ჩვენი მეზობლები, ახლობლები, ჩვენი ოჯახის წევრები არიან,"-
განაცხადა ერიკ გარსეტიმ.

დღის ამბები