23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სახელით გორში პირბადეები დაარიგეს

"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისთან, კორონავირუსისგან თავდაცვისთვის საჭირო ერთჯერადი ნივთები გასცეს.

დისტანციის უზრუნველსაყოფად ტერიტორიაზე მონიშნული იყო ადამიანებისთვის სადგომი ადგილები, ხოლო რიგს პარტიის წევრები აწესრიგებდნენ.

პაკეტში, რომელიც მსურველებს პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკის სახელით ურიგდებოდა, არის პირბადე, ხელთათმანი და სადეზინფექციო სითხე.

დღის ამბები