19 მაისი 2024,   15:24
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვასთან დაკავშირებით შემუშავებული წესები საქართველომაც უნდა დაიცვას - თამარ გაბუნია

თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვასთან დაკავშირებით შემუშავებული წესები მაქსიმალური სიზუსტით უნდა შესრულდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განმარტა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაციების სრული პაკეტი გამოაქვეყნა, რაც საქართველომაც მაქსიმალური სიზუსტით უნდა დაიცვას.

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სრული პაკეტი იმ რეგულაციების და წესების, რაც ყველამ სხვადასხვა გარემოში უნდა გაითვალისწინოს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვართ სრულად შესაბამისობაში იმ საერთო პაკეტთან რეგულაციების, რაც მსგავს სიტუაციაში უნდა იქნას დაცული.

ეს წესები არის შესასრულებლად სავალდებულო, რადგან არის დაკავშირებული განსაკუთრებით მნიშვნელოვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემასთან. ამიტომ, ყველა ის წესი, რომელიც ამ კონკრეტულ წესთან ერთად გამოიცა მინისტრის ბრძანებით, უნდა შესრულდება მაქსიმალური სიზუსტით," - განმარტა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

დღის ამბები