19 მაისი 2024,   15:49
ვრცლად
ყველას, ვინც იხდის ფულს საპენსიო სააგენტოში, უნდა მიეცეს შესაძლებლობა დაზოგილი თანხა დაიბრუნოს - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის გიგა ბოკერიას თქმით, მნიშნველოვანია, მთავრობამ მოქალაქეებს ანტიკრიზისული გეგმა შესთავაზოს, რათა მოსახლეობაში არ იყოს გაურკვევლობის განცდა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თავის მხრივ "ევროპული საქართველო“ მმართველ პარტიას კომპლექსურ გეგმას სთავაზობს.

"ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მეწარმისთვის, ბიზნესმენისთვის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომ იცოდეს რა ხედვა აქვს მთავრობას. გაურკვევლობა ერთ-ერთი ფაქტორი არის ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაძლო პანიკის, ან იმ ტიპის გადაწყვეტილების, რაც დამატებით ზიანს მოიტანს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას დადებული ანტიკრიზისული გეგმა. ჩვენ შეიძლება სხვა ხედვა გვქონდეს, მთავრობას - სხვა. თუმცა ყველა ვარიანტში, ხედვა უნდა იდოს, რომ ამ ხედვის მიხედვით ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ რაღაც გეგმა არის და ამ გეგმას გაყვნენ.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მთავრობას, ყოველგვარი თავდასხმის გარეშე, რომ სწრაფად გაკეთდეს ეს. აქედან გამომდინარე, ჩვენიც, როგორც პასუხისმგებლობის მქონდე ოპოზიციის ვალიც არის, ჩვენი კომპლექსური ხედვა შევთავაზოთ. ერთ-ერთი არის შეჩერება საპენსიო გადასახადის, რაც შეუმსუბუქებდა როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს საგადასახადო ტვირთს და მთავრობას დაუზოგავდა ფულს. მეორე - ყველა, ვინც იხდიდა ფულს ამ საპენსიო სააგენტოში, ახლა მიეცეს შესაძლებლობა ეს ფული დაიბრუნოს. ჩვენ გვჭირდება ყველას ერთად, რომ ეს ფული გვქონდეს დღეს, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები