18 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
ისრაელში მოქალაქეებს საკუთარი სახლებიდან 100 მეტრზე მეტ მანძილზე ფეხით გადაადგილება ეკრძალებათ - COVID 19-ის საფრთხე

ისრაელში კორონავირუსის გამო გამკაცრებული ზომები მოქმედებს. მოქალაქეებს საკუთარი სახლებიდან 100 მეტრზე მეტ მანძილზე ფეხით გადაადგილება ეკრძალებათ.

წესრიგს ქუჩებში პოლიცია აკონტროლებს. გუშინ ვირუსის გამო დაიხურა იერუსალიმის აღდგომის ტაძარი.

კერძო სექტორმა დასაქმებულთა რიცხვი 30 პროცენტით შეამცირა. გასული ღამის განმავლობაში ინფიცირების 342 შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში 3 035 დაავადებული და 10 გარდაცვლილია. 

დღის ამბები