18 მაისი 2024,   07:53
ვრცლად
ფოთის ჰოსპიტალში 82 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში გუშინ საღამოს სენაკიდან შესულ 82 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, პაციენტს ჩვეულებრივი "ა" ტიპის გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი პნევმონია აღენიშნება.

"82 წლის პაციენტს არ დაუდასტურდა კორონავირუსი, მას ჩვეულებრივი პნევმონია აქვს. მისი მდგომარეობა დღეისათვის არის სტაბილური, დადებითი დინამიკით," - განაცხდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები